ვანის მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, კენჭისყრა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
მე-17 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საკუთარი არჩევნი უკვე დააფიქსირა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ. მისი თქმით, საარჩევნო უბანი რვა საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო- ლელოს” კანდიდატები ირძვიან.
მე-17 უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.








