“ვანგა არ ვარ” – მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს?

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, საქართველო მშვენიერ, კარგ კონსტიტუციას ღებულობს და ამ პროცესს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.

ჟურნალისტებთან საუბარში ძიძიგური საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესის დასასრულს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შენიშვნებითურთ პარლამენტში იმიტომ შედის, რომ დოკუმენტი ყველამ ერთად განიხილოს და არგუმენტები წარადგინონ.

“პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ. განცდა მაქვს, რომ მშვენიერ, კარგ კონსტიტუციას ვღებულობთ და ამ პროცესს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს“, – დასძინა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში“ახალი საქართველო” ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
შემდეგი სტატიაანზორ ჩუბინიძე : პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ბუჩუკური სხვა თანამდებობაზე მოიაზრება