ვანდალური ფაქტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამი და საპირფარეშოს კარის საკეტის კარი ადმინისტრაციის თანამშრომლებს გატეხილი დახვათ. ინფორმაციას ბოტანიკურის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი ფაქტები,რაც ბოტანიკური ბაღი გაიხსნა, ხშირია. გარდა ამისა, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან დაზიანების ფაქტები.

“კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანება. ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე. ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი.მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას”, – ნათქვამია ბაღის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით,მათ ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ.

banner
წინა სტატიაშიზაურ დარგალი : შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გაგრძელდება
შემდეგი სტატია42 წლის მამაკაცი „კოვიდ-19“-ით მარნეულში დაინფიცირდა