ვანდალიზმის ფაქტი კახეთში – სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს. დამტვრეულია ბიბლიოთეკის ინვენტარი, განადგურებულია წიგნები, დაზიანებულია ტექნიკა და სხვა ნივთები.

გურჯაანის მერის, ინფორმაციით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახერხა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიახანძარი 300 არაგველზე – ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა