ვანდალიზმი ,,ქართუ ბანკის,, სახელით – ეკის ,,იმანიორი,,

ვანდალიზმი ,,ქართუ ბანკის,, სახელით – ეკის ,,იმანიორი,,

A-2სენაკის რაიონის სოფელ ეკის ტერიტორიაზე ორი უძველესი უნიკალური ისტორიული ძეგლი დგას, რომელთაგან ერთი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ისტორიკოსების მიერ IX-X საუკუნით თარიღდება, ხოლო მეორე, რომელსაც ადგილობრივები ,,იმანიორის,, ეკლესიას ეძახიან და გადმოცემით წმინდა გიორგის სახელობისაა, იმის გამო, რომ კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ძირფესვიანად არავის შეუსწავლია, მისი ასაკი არავინ იცის… ადგილობრივი უხუცესების გადმოცემით კი, ის ნათლისმცემელზე რამდენიმე საუკუნით ხანდაზმულია და ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ის სამეგრელოში არსებულ ქრისტიანულ ძეგლებს შორის ერთერთი ყველაზე ხანდაზმულია. არაპროფესიონალის თვალით, ის ნამდვილად უფრო ხანდაზმულად გამოიყურება, ვიდრე ათასწლოვანი ,,ეკის ნათლისმცემელი,,
A-13,,ეკის ნათლისმცემლის,, აღდგენითი პროცესი ერთი წლის უკან დაიწყო და ეკლესიის ძირითადი ნაწილი უკვე აღდგენილია. პროცესი როგორც ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ასევე ეკლესიის წარმოადგენელთა რეკომენდაციებითა და კონტროლით ისე მიმდინარეობს, რომ ძეგლს არც ისტორიული მნიშვნელობა ეკარგება და არც პირვანდელ იერსახე, რასაც ვერ ვიტყვით ეკის მეორე ეკლესიის ,,იმანიორის,, მიმართ, რომლის აღდგენის პროცესი ცოტახნის წინ ბუნდოვან გარემოში დაიწყო, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ…
სოფელში მაცხოვრებლებმა ,,თაიმერს,, ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ,,იმანიორის,, აღდგენით დაინტერესებული ადამიანები გამოჩნდნენ და ძეგლის გარშემო გარკვეული მოძრაობა დაიწყეს… როგორც სოფელში აცხადებენ, მოსახლეობას ეგონა, ისევე როგორც ,,ნათლისმცემლის,, შემთხვევაში, გაკეთდებოდა ინფორმაცია სპონსორის, მშენებელი კომპანიის და პროექტის შესახებ, რაიონში საინფორმაციო ბანერები განთავსდებოდა… თუმცა, მშენებელმა კომპანიამ ისე დაიწყო მუშაობა სოფელში არსებულ ძეგლზე, რომ ირგვლივ არავინ არაფერი იცოდა…
A-4,,თაიმერი,, დაინტერესდა ძეგლის გარშემო არსებული სიტუაციით და გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა ობიექტი.
ადგილზე მისულებს არავინ დაგვხდა… აღდგენითი სამუშაოების სამშენებლო ობიექტად წოდებული ,,იმანიორის,,ეკლესია დღესაც ისეთივე შემოუღობავია, როგორიც წლების განმავლობაში იყო, რაც სამშენებლო ობიექტს არ შეეფერება… თუ ადრე ადგილობრილ მოსახლეობა შენობას მაინც იცავდა, როგორც წმინდა ადგილს საქონლისგან, ჩვენ მისვლის დროს როგორც ეკლესიის შიდა ტერიტორია, ასევე მისასვლელი, უკაცრავად და საქონლის ნეხვით იყო მოფენილი… ღია ცის ქვეშ ინერტული მასალები და სამშენებლო ნარჩენები ეყარა. დღემდე ჩატარებული სამუშაოებიდან პირველი რაც თვალში მოგვხვდა, ეს იყო ეკლესიის შენობის შიდა იატაკზე (საკურთხეველშიც კი) დასხმული ე.წ. ,,შავი ბატონი,, რომლის მიზანშეწონილობა ძალიან საეჭვოდ მოგვეჩვენა, რადგან ყველა ძველი ეკლესიის, რაც კი სამეგრელოში დგას, იატაკზე ხელით ნათალი ფილა-ქვებია დაგებული და ,,იმანიორშიც,, ასე იყო… მათ ნაცვლად ბეტონის დასხმა, ძეგლის აღდგენაზე ნამდვილად არ მიუთითებს… საკითხავია ამ ბეტონის ზემოთ რესტავრატორები ,,კაფელ-მეთლახის,, დაგებას აპირებენ თუ მარმარილოს ფილების? აწი რაც არ უნდა გადააგონ ზემოდან, ეს ის არ იქნება, რაც ოდითგანვე ისტორიულად იყო… ჩვენი ეჭვები ეკის ,,ნათლისმცემელის,, აღდგენით სამუშაოებზე მომუშავე ჯგუთან გადავამოწმეთ და იქაც დაგვიდასტურეს, რომ ,,ნათლისმცემლის,, შემთხვევაში ძეგლთა დაცვის სამსახურმა სამშენებლო ჯგუფს არამც თუ იტაკზე ბეტონის დასხმის უფლება არ მისცა, არამედ ძველი ფილების ახალი, თლილი ქვებით შეცვლის საშუალებაც კი, რამეთუ ეს ძეგლის ისტორიულ ფასეულობაზე იმოქმედებდა…
A-5მისვლიდან რამდენიმე წუთში, ეკლესიის შიდა ტერიტორიაზე, საკურთხევლიდან მარცხნივ, იატაკზე დასხმულ ბეტონში ღიად დარჩენილი ოთხკუთხა ღია ორმო აღმოვაჩინეთ, რომელსაც ეკლეშიის შიგნით დაწყობილი ფიცრები ბოლომდე ვერ ფარავდა… დაგვაინტერესა რა უნდა ყოფილიყო და შევეცადეთ ჯიბის ფანრით გაგვენათებინა… ორმო დაახლოებით 10 კვადრატული მეტრის ფართობის მიწისქვეშა ოთახი აღმოჩნდა… რომელიც ნახევრამდე კირქვოვანი გრუნტის მსგავსი ფენით იყო ამოვსებული და რომლის ზედაპირზე მრავალი ადამიანის ძვლები და თავის ქალა აღმოჩდა… ჩვენ შევეცადეთ ორმოში ფოტოაპარატი ჩაგვეყო და ზემოდან რამდენიმე რაკურსით ფოტოები გადაგვეღო… იმ ვარაუდს, რომ ნანახი მიწისქვესა ოთახი იყო და არა საფლავი, რომელიც ეკლესიის შენობისათვის უჩვეულოა მიცვალებულთა დიდი რაოდენობით და ძვლებზე მიყრილი მიწის სინაკლებით, ისიც აღრმავებს, რომ ამ ოთახის ერთ მხარეზე ჩამავალი კიბის რამდენიმე საფეხური ჩანს. A-12აღსანიშნავია, რომ ეკლესიის შენობის ტერიტორიაზე დარბაზის შუაგულში და შესასვლელთან, სავარაუდოდ სასულიერო პირთა, რამდენიმე საფლავი არის, რომელის მშენებელ კომპანიას ირგვლივ ამოუბეტონებია. ჩვენს მიერ ნანახი მიწისქვესა ოთახი კი, რა დანიშნულებისაა და როგორ მოხვდა მანდ ამდენი ადამიანის ჩონჩხი, ვთვლით, რომ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ.
A-3,,თაიმერის,, მიერ ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან მოპოვებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის მიერ დაქირევებულმა ადგილობრივებმა, სამუშაოთა მწარმოებლის დავალებით, ეკლესიის შიგნით იატაკზე არსებული უძველესი ფილები დაამტვრიეს, რათა ბეტონისათვის ნიადაგი მოემზადებინათ…

A-11აღსანიშნავია, რომ ეკლესიის იატაკზე ქვის ფილების დამტვრევისა და მის ადგილზე ბეტონის დასხმის პროცესში, საუკუეების განმავლობაში გადაუხურავი და დაშლის პირას მყოფი ეკლესიის თაღი გაუმაგრებელი იყო, რითაც იქ მომუშავე მუშები, რომელთაც ჩაფხუტებიც არ ეკეთათ, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ იყვნენე, რაც სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევაა…
ეკლესიის იატაკზე მუშაობისას, ერთ-ერთი ფილის დამტვრევის დროს, მუშას ძალაყინი დამტვრეული ფილის ქვემოთ გამოჩენილ ორმოში ჩაუვარდა, რომლის დროსაც აღმოაჩინეს ჩვენს მიერ ზემოთხსენებული მიწისქვეშა ოთახი…

A-9მუშები ამ ოთახში ჩავიდნენ და ნახეს ათზე მეტი ადამიანის ჩონჩხი, რომელთა ძვლებსაც ერთიანობა დარღვეული არ ჰქონდათ და ნიადაგის ზემოთ იყვნენ ერთმანეთზე გადაწყობილები… თვითმხილველთა ინფორმაციით, ოთახის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში ჩოჩხის ძვლებმა ერთმანეთთან კავშირი დაარღვიეს და დაცვივდნენ… რის შემდეგაც ერთ-ერთმა მუშამ ადამიანის თავის ქალები ზემოთ ამოიტანა და იატაკზე მწკრივად დაალაგა ხოლო შეწმდეგ ისევ შიგნით ჩაყარეს, რისი დამადასტურებელი ტელეფონით გადაღებული ფოტოც ,,თაიმერმა,, მოიპოვა…

A-8სამწუხაროდ რესტავრატორი კომპანიიდან მუშებისთვის არავის უთქვამს, რომ აღმოჩენილ ოთახში არ ჩასულიყვნენ და ხელი არაფრისთვის ეხლოთ… ,,თაიმერის,, ინფორმაციით, მუშებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ აღმოჩენის შესახებ არსად არ ესაუბრათ.

ჩვენ დავინტერესდით მიგვემართა ,,იმანიორის,, რესტავრაციით დაკავებული კომპანიისათვის და გაგვერკვია სიტუაცია… ჩვენს მიერ მოპოვებული ტელეფონის ნომერზე ბატონმა ედიშერ ჯანჯულიამ გვიპასუხა… მასთან მხოლოდ ორი შეკითხვის დასმა მოვახერხეთ… პირველ კითხვაზე, თუ ვინ ბრძანდებოდა, განგვიცხადა, რომ სააქციო საზოგადოება ,,სამშენებლო კომპანია ივერთმშენის,, ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ეკის ,,იმანიორზე,, სარესტავრაციო სამუშაოების უფლება ჰქონდა აღებული და ამ კომპანიამ 2013 წელს დაამზადა ,,იმანიორის,, აღდგენის პროექტი. მეორე კითხვაზე, იყო თუ არა პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და ხორციელდებოდა თუ არა ამ ორგანიზაციის ზედამხედველობა პროექტზე, ბატონი ჯანჯულია რატომღაც განრისხდა და მუქარასთან ერთად გინება და უცენზურო სიტყვებით ლანძღვა დაგვიწყო… გინებებს შორის მისი ნათქვამიდან მხოლოდ ის გამოვიტანეთ, რომ მას ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ბანკთან,, არსებული ,,კულტურული მემკვიდროების ფონდი,, უფინანსებს და ჩვენ ჟურნალისტებმა რაც არ უნდა ,,ვიყიყინოთ,, ის მაინც აიღებს ამ თანხას და როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ ისე აღადგენს ეკლესიას…
A-10ჩვენ მოვიძიეთ მცირეოდენი ინფორმაცია ,,სამშენებლო კომპანია ივერთმშენზე,, და გავრკვიეთ, რომ ეს კომპანია ახალი არ არის… ის კარგა ხანია ფუნქციონირებს, აქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება და ახლაც რამდენიმე მსგავს ობიექტზეც მუშაობს… ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანია კარგა ხანია დადის რეგიონებში, ეძებს უპატრონოდ მიტოვებულ ისტორიულ ძეგლებს… აკეთებს აზომვებს, დასურათებებს და ამის საფუძველზე პროექტს, რომლითაც შემდეგ ცდილობს დააინტერესოს კერძო თუ სახელმწიფო ინვესტორები და ფონდები, რომ მათი თითქოსდა უფასოდ გაკეთებული პროექტის სანაცვლოდ აღდგენითი სამუშაოები შეღავათიანი პირობების საფუძველზე მიიღოს… მსგავსი მცდელობა, ჩვენს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ,,ივერმშენის,, ხელმძღვანელს ეკის ,,ნათლისმცემლის,, მიმართებაშიც ჰქონდა, თუმცა ნათლისმცემლის შემთხვევაში კერძო სპონსორი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა… კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება რამდენიმე საკითხი, თუ რამდენად ხარისხიანად შეასრულა ამ კომპანიამ ,,იმანიორის,, რესტავრაციის პროექტი და რამდენად გაკონტროლდა ეს პროექტი ძეგლთა დაცვის მიერ? რამდენად გამართლებულია ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილება, მაშინ როცა ძეგლი ისტორია სიღრმისეულად შესწავლილი არ არის? ამის გარკვევას ,,თაიმერი,, მოკლე დროში სხვადასხვა ინსტანციებში შეეცდება… მანამდე კი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვებსაც დავუკავშირდით…
A-6,,თაიმერი,, დაუკავშირდა სენაკის განმგებლის რწმუნებულს ეკის თემში გია ელიავას, რომელმაც ,,თაიმერთან,, საუბარში განაცხადა, რომ ის ეკის ,,იმანიორის,, ეკლესიის აღდგენის სამუშაობზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელს ედიშერ ჯანჯულიას ეკის ტერიტორიაზე შეხვდა, რომელსაც თან ჰქონდა გარკვეული დოკუმენტაცია, თუმცა პროექტით არ დაინტერესებულა, რადგან თავად ამ საქმის სპეციალისტი არაა… რწმუნებულმა ასევე განგვიცხადა, რომ ეკლესიაში აღმოჩენილი სარკოფაგისა და ჩონჩხების შესახებ სენაკის კულტურის განყოფილებას შეატყობინეს საიდანაც წარმომადგენელიც იყო ჩამოსული, რომელმაც ფოტოები გადაიღო… დანარჩენზე კი ინფორმაცია არ ფლობდა.
IMG_8429ჩვენ ასევე შევაწუხეთ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო, რომელმაც ,,თაიმერთან,, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ ამ ეკლესიის აღდგენაზე მუშაობა იწყებოდა, რაზეც კურთხევაც გასცა… თუმცა მეუფის განცხადებით, მას არც პროექტი უნახავს და არც ის იცის როდის და როგორ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. ისმის კითხვა… თუ ეკის მოსახლეობისთვის არა… ეპარქიის წინამძღოლისთვის ხომ მაინც უნდა ეჩვენებინათ ეკლესიის აღდგენის პროექტი?
IMG_8409ისტორიული ძეგლის აღდგენა იმდენად კარგი და საშური საქმეა, რომ ამის წინააღმდეგი ნორმალური ადამიანი არ შეიძლება იყოს… თუ ვინმე ამისთანა კარგი საქმისთვის ფულს გამოძებნის, ბანკი იქნება ის თუ კერძო მეცენატი, რა თქმა უნდა მადლობა უნდა ვუთხრათ, მაგრამ ეს ფული ძეგლის ისტორიული იერსახის აღდგენას უნდა მოხმარდეს და არა ძველის მოსპობას და ახლით შეცვლას, რაც ისტორიასთან მიმართებაში ვანდალიზმია. აღდგენა ისე უნდა მოხდეს, რომ ძეგლმა თავისი ისტორიული ღირებულება და იერსახე არ დაკარგოს. ზოგჯერ კი აღდგენაზე უფრო მნიშვნელოვანი ძეგლის კონსერვაციაა… სწორედ ეს საკითხები აინტერესებს ეკის თემის მოსახლეობას და ამიტომაც აპირებენ მიმართონ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ ჯერ შესწავლილი იქნას ძეგლი და იქ აღმოჩენილი სარკოფაგი სათანადოდ… გადაიხედოს ძეგლის აღდგენის პროექტი კვალიფიციური ექსპერტების მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს ძეგლის აღდგენითი სამუშაოები შესაბამისი ორგანოების კონტროლის ქვეშ.
,,თაიმერი,, აპირებს მომავალშიც დაინტერესდეს ამ ძეგლის გარშემო მიმდინარე მოვლენებით და ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია მკითხველს მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაში,,ვინც თავს შინ ვერ გრძნობს, ემიგრანტები ვართ,,
შემდეგი სტატია,,MERS,,-ის ვირუსით კორეაში მეცხრე ავადმყოფი გარდაიცვალა