14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ვანდალიზმი მარნეულში: ნიზამი განჯევის ძეგლი ჯერ წითლად შეღებეს, შემდეგ კი კვალის წაშლა სცადეს

მარნეულში, ნიზამი განჯევის ქუჩაზე მდებარე პოეტის ძეგლი ვანდალური აქტის სამიზნე გახდა. სოციალურ ქსელში ჯეიჰუნ მუჰამედალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძეგლი თავდაპირველად წითელი საღებავით დააზიანეს, მოგვიანებით კი, ვანდალებმა კვალის წაშლის მიზნით, ქანდაკების გარკვეული ნაწილი შავი საღებავით „გააფერადეს“.

შემთხვევა საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

როგორც ჯეიჰუნ მუჰამედალი აღნიშნავს, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია თანამედროვე სათვალთვალო კამერა, რაც სამართალდამცავებს საქმის ოპერატიულად გამოძიებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების საშუალებას მარტივად აძლევს.

„ნიზამი განჯევი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი პოეტი და მოაზროვნე იყო. ის აზერბაიჯანელი ხალხისთვის იგივეა, რაც შოთა რუსთაველი საქართველოსთვის“, – წერს მუჰამედალი სოციალურ ქსელში.

ადგილობრივები მომხდარს მკაცრად გმობენ და მოითხოვენ, რომ ვანდალური აქტის ჩამდენი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბირჟაზე ოქრო გაძვირდა
შემდეგი სტატიაზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დრონით თავდასხმა განხორციელდა