ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ინვესტორთა საბჭოს პლატფორმას საქართველოში, განვაგრძობთ ამ პლატფორმის დაფინანსებას 2025 წლამდე – ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი დაესწრო ინვესტორთა საბჭოს შეხვედრას, სადაც მიმართა საბჭოს წევრებს და ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის გავლენაზე, ეკონომიკური მედეგობის მზარდ საჭიროებასა და საქართველოს მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ინვესტორთა საბჭოს პლატფორმას კარგი მმართველობის ფონდის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით. წელს განახლდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განვაგრძობთ ამ პლატფორმის დაფინანსებას 2025 წლამდე“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.

წინა სტატიაშიანა წითლიძე – საქართველოს პარლამენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მწვავე პროტესტის ეშინია, ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური და ხალხის ინტერსების დამცველი
შემდეგი სტატიაერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს – ხაბეიშვილი უმრავლესობას