“ვამაყობ, რომ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობის დონეზე სიტყვა სამშობლო” – კილაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტში ბავშვის უფლებების კოდექსს პირველი მოსმენით განიხილავენ. განხილვას დეპუტატების გარდა ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მმკ-ს წევრები, სასულიერო პირები და მოსწავლეები ესწრებიან.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის სოფო კილაძის თქმით, საზოგადოების ნაწილმა სცადა, რომ ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა კანონპროექტისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა.

“ძალიან ვამაყობ იმით, რომ საკანონმდებლო ისტორიაში პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობის დონეზე სიტყვა სამშობლო და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების სიყვარულით აღვზარდოთ. გარკვეულმა ვიწრო ჯგუფი შეეცადა საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინა ინფორმაცია და ანტიეროვნულობის იარლიყი მიეწებებინა ამ კოდექსისთვის, თუმცა მზად ვარ თითოეულ შეკითხვას ვუპასუხო და როდესაც გავიარე კონსულტაციები, მათ შორის ეკლესიის ნაწილთან ვისაც ჰქონდა გარკვეული შეშფოთება არასწორი ინფორმაციის გამო, მიხვდნენ, რომ არაფერი სადავო არ არის”, — განაცხადა სოფო კილაძემ

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით – კობახიძე
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი : შალვა შავგულიძე ძლიერი და ღირსეული კანდიდატია, რის გამოც მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო