“ვამაყობ იმით, რომ კიევში ვიყავი იმ დროს, როცა რუსები კიევს უტევდნენ” – ბარამიძე რუსეთის პროკურატურას პასუხობს

“ვამაყობ იმით, რომ კიევში ვიყავი იმ დროს, როცა რუსები კიევს უტევდნენ”, – ასე ეხმიანება ყოფილი ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე რუსეთში მის წინააღმდეგ დაანონსებულ დევნას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ეამაყება, რადგან რუსეთი საქართველოსაც მტერიც არის და ომში სწორედ მისი სამშბლოსთისაც წავიდა.

“მე ვამაყობ იმით, რომ კიევში ვიყავი იმ დროს, როცა რუსები კიევს უტევდნენ. ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ერთ-ერთ ქართულ ქვედანაყოფში, მთავარ ქვედანაყოფში, ქართულ ლეგიონში. ქართველები სხვაგანაც არიან. ვიყავი როგორც რიგითი, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვარ და ვიცე პრემიერი ვარ, იმიტომ, რომ ასე სჭირდებოდა, ჩემი ღრმა რწმენით, ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, იმიტომ, რომ უკრაინა ებრძვის საქართველოს მტერს. მე ვფიქრობ, რომ ამას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა საღად მოაზროვნე, პატრიოტი ქართველი, რომ უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება, ამიტომ ჩემს ვალად მიმაჩნდა, რომ ვყოფილიყავი უკრაინელ ხალხთან ერთად”, – ამბობს ბარამიძე.

საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერმინისტრს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე, დაუსწრებლად განსახილველად, სასამართლოს უკვე გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
შემდეგი სტატიაქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესწავლის მოთხოვნით, ზურაბიშვილმა OPCW-ს, გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა