ვამაყობ იმ მტკიცე პარტნიორობით, რომელსაც აშშ საქართველოსთან იზიარებს

რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აზიარებს თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის პროგრამას პარტნიორი ქვეყნებისთვის კორონავირუსის შესამსუბუქებლად. მუნის ინფორმაციაში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესახებაც არის საუბარი, რომელიც აწარმოებს დიაგნოსტიკურ ტესტებს, ასევე მონაცემებსა და პროცედურებს რეგიონის სხვა პარტნიორებსაც უზიარებს.

„ვამაყობ იმ მტკიცე პარტნიორობით, რომელსაც აშშ საქართველოსთან იზიარებს. ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო კრიზისის განმავლობაში, ჩვენი მდგრადი პარტნიორი იყო და ავითარებდა თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას. რეგიონში ლიდერობს სადიაგნოსტიკო ტესტებითა და კვლევებით“, – ვკითხულობთ მუნის გამოხმაურებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა