ვალერი კვარაცხელია: რუსეთს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად

„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა რომან ქევხიშვილმა პროვოკაცია მოაწყო, როდესაც პუტინის შეურაცხმყოფელი მაისურით პარტიის ყრილობაზე შესვლა სცადა. შეგახსენებთ, ქევხიშვილს თემურ ფიფიამ სილა გააწნა. ფიფია დაკავებულია.
„ეს იყო პროვოკატორი, რომელიც შემოვარდა აქ, მას ეხატა პუტინის სურათი და ეწერა შეურაცხმყოფელი სიტყვა, უცენზურო სიტყვა. მას ჰგონია, რომ ჩვენ გვიწყობს პროვოკაციას, მაგრამ სინამდვილეში ის პროვოკაციას უწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს, ქართველ ხალხს“, – ამბობს კვარაცხელია.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთთან, აფხაზეთის გავლით, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები და საერთოდ, უნდა გვქონდეს რუსეთთან აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნია.
ჩვენ ოკუპაციის თემას განვიხილავთ მთლიან კონტექსტში და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. თუ ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ, რომ მაინცდამაინც იყოს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რა თქმა უნდა მივიღებთ მტრობას. ამიტომ, ეს პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არის შესაცვლელი. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად“, – ამბობს კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია2016 წლის არჩევნებისთვის აკრედიტაციების გაცემის პროცესი დაიწყო