ვალერი კატუკია: უფრო ხმამაღლა და უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დევნილთა შელახული უფლებებისთვის!

“დღეს კიდევ ერთხელ დავმარცხდი, დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ არ არის საკმარისი ის, რასაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დევნილთა პრობლემა არ არის საკმარისად აღქმადი მმართველი გუნდისთვის, ვინაიდან პოლიტსაბჭოში წამოდგენილია ყველა სფეროს ლობისტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი და სად ვართ ჩვენ??? დევნილი საზოგადოება, ნუთუ იმდენად დავბეჩავდით,რომ ერთი კაცი არ გვყავს ვინც პოლიტ საბჭოში დაიკავებდა ბევრში ერთ ადგილს და ლობირებას გაუწევდა მმართველ გუნდში დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფას. სად არის ჩვენი უმაღლესი საბჭო??? დევნილებთან??? ოპოზიციაში??? თუ რას ნიშნავს მათი სრული იგნორი??? ალბათ ის მივიღეთ რაც დავიმსახურეთ, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი, უფრო ხმამაღლა და უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დევნილთა შელახული უფლებებისთვის!!!ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” ყრილობას არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილთა ხმის” ლიდერი ვალერი კატუკია ეხმიანება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ახალი საფრთხის წინაშე დგას, ამ საფრთხეს ქმნის რუსეთი, ქართული რეჟიმი და “ერთიანი ოპოზიცია”
შემდეგი სტატიამოსკოვის საპატრიარქო ოფიციალურად შემოჭრილია საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიაზე!