8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ვალერი გელბახიანი: სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 180-ე მუხლის ერთობლიობით იხილებოდეს ბრალდება ეს სასამართლო პრაქტიკაში აკრძალულია

“კვალიფიკაცია, რომელიც არის წარდგენილი, სამართლებრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს. არ შეიძლება, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 180-ე მუხლის ერთობლიობით იხილებოდეს ბრალდება. ეს სასამართლო პრაქტიკაში აკრძალულია… მაგრამ ის რაც აკრძალულია, სწორედ იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ. სამწუხაროა, რომ ამას გენერალური პროკურატურა აკეთებს. […] ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ გივი ჯიბლაძეს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი და ეს გამოგონილი იმისთვის არის, ყველაფერი, რომ მან აიცილოს პასუხისმგებლობა პირადი და ეს პასუხისმგებლობა გადააკეთოს ელისო კილაძეზე და, ფაქტობრივად, ამ მოცემულობის წინაშეა – ის გარეთ არის თავისუფლებაში და ელისო კილაძე დაჭერილია. თქვენ შეაფასეთ ახლა რატომ არის 4 პირი, რომელმაც 9 მილიონი მოპარა უცხოელ მოქალაქეებს თავისუფლებაში და ის, ვისაც არაფერი მიუღია აქედან, ის დაკავებულია…”-თქვა ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამსახიობი ერიკ დეინი გარდაიცვალა