33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ვალერი ჩეჩელაშვილი ტრამპის წერილზე: თუ ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, ძალიან კარგი იქნება

კარგი იქნება, თუ ტრამპის წერილს მიიღებენ მოტივაციად, რომ მართლა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, ჯერჯერობით ასეთს ვერაფერს ვატყობ, – ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვასთან დაკავშირებით გამოგზავნილი სამადლობელი წერილის შესახებ.

როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, იმისათვის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავიდეს, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის რა უნდა გააკეთოს.

„კარგია თუ ამას [ტრამპის წერილი] მიიღებენ, როგორც მოტივაციას საამისოდ, რომ მართლა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან ახალ ფაზაში გადავიდეს და თუ რა უნდა გააკეთონ, ეს კარგად არის ცნობილი წინა კონტაქტების შედეგად. ამერიკელებმა ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების ჯაჭვი მწყობრად ჩამოაყალიბეს. პირველი, ამერიკელებს საქართველოში სტაბილურობა სჭირდებათ. მეორე – ამ სტაბილურობის თანამონაწილეები უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები. მესამე – იმისთვის, რომ ეს მოხდეს, „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. ყოველივე ეს შექმნის ახალ ვითარებას, რაც საქართველოს ჩამოაყალიბებს, როგორც სანდო პარტნიორს აშშ-ს რეგიონში. თუ ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, ძალიან კარგი იქნება. ჯერჯერობით ასეთს ვერაფერს ვატყობ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება ვაშინგტონში, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას, ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ საინტერესოა როგორ გამოიყენებს თბილისი ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდეს.

„გასაგებია, რომ აპიარებენ. ძალიან კარგია, რომ აპიარებენ, რადგან მნიშვნელოვანი პრესკონფერენციაა, რომელიც პოლიტიკური ტერორიზმის საკითხებს ეძღვნება. ამერიკელები თვლიან, რომ საქართველოს ამ პრობლემებთან სერიოზული შეხებები აქვს – პოლიტიკურ ტერორიზმთან. სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არის მიწვეული. მეორე საკითხია, როგორ გამოიყენებს ქალბატონი მაკა ამ შესაძლებლობას, რომ საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა წაწიოს წინ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა: მანიპულაციაა ინფორმაცია, თითქოს, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართი სიმბოლურ ფასად გასხვისდა
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავას მეუღლე: უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ