ვალების ჩამოწერის ინიციატივა – ოპოზიცია მინისტრებს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია პრემიერს და ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ხელისუფლების ოპონენტები მათგან დეტალურ განმარტებას ითხოვენ რას ნიშნავს მთავრობის ინიციატივა, ვალის ჩამოწერის თაობაზე და როგორია მათი გეგმა.

ოპოზიციის აზრით, მსგავსი ტიპის დაპირებები წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, მიზანი კი, ამომრჩევლის ხმების მათთვის სასარგებლოდ მობილიზებაა.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა თანხა, რომელიც ვითომდა საზოგადოების საკეთილდღეოდ დახარჯა, მერე ორმაგად ამოიღო საზოგადოების ჯიბიდან. ჩვენ გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა საქმე ანალოგიურ ტყუილთან. გვაქვს თუ არა საქმე ანალოგიურ აფიორასთან და ამიტომ ფინანსთა მინისტრი იქნება თუ ეკონომიკის მინისტრი, ისინი უნდა გამოცხადდნენ პარლამენტში და გასცენ საზოგადოების კითხვებს პასუხი,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხედვა გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს არის წინა საარჩევნო პოლიტიკური ფანდი. სწორედ ამიტომ ენმ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას ითხოვს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი “ქართუ” გამოსყიდვის.

სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძეს პასუხები არ აქვს გასაცემი – მმართველი გუნდი პრემიერის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიასამსახურიდან გაშვების მუქარა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა – „სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობს