ვალდიმერ პუტინმა მოსკოვში რაულ ხაჯიმბას უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა. ვალდიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა მოსკოვში შედგა.

შეხვედრაზე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2015 წელს ორმხრივმა ტვირთბრუნვამ 215 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

რაულ ჯახიმბას თქმით კი, რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, სოხუმსა და მოსკოვს შორის არაერთი სექტორული შეთანხმება გაფორმდა, რომელთა განხორციელებაც ამ დროისთვის მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
შემდეგი სტატია„მიუხედავად ტერიტორიული კონფლიქტებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“