ვალდებული ვართ, დავიცვათ რუსთავი2 – საქართველოს მუსლიმთა კავშირის განცხადება

რადიო

საქართველოს მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “რუსთავი2 დღეს სწორედ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულება დავიცვათ. ქართველი მუსლიმები თქვენს გვერდით ვართ. რუსთავი2 ჩვენია”.

“რუსთავი2-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამახსენა ნიგვზიანი, სამთაწყარო, წინწყარო, როცა არ გვეძლეოდა საშუალება, პარასკევის ლოცვა შეგვესრულებინა. თვალწინ დამიდგა, სპეცრაზმის თანხლებით როგორ ხერხავდნენ ჭელის მინარეთს. სწორად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის დამსახურებაა ის, რომ აიძულა ხელისუფალი და მუსლიმებმა შევძელით, შევასრულოთ პარასკევის ლოცვა და აღვმართეთ ხელმეორედ მინარეთი.

“ვფიქრობ, დღეს გაჩუმება ნიშნავს მოქალაქეობრიბრივი ვალდებულებაზე, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების და სიტყვის თავისუფლებაზე უარის თქმას, რამაც შეიძლება, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვავგდოს.

“რუსთავი2 დღეს სწორედ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულება დავიცვათ. ქართველი მუსლიმები თქვენს გვერდით ვართ. რუსთავი2 ჩვენია,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპელი პოლიტიკოსები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
შემდეგი სტატიადავით დვალი: „რუსთავი 2“-ში ცენზორად არ დავბრუნდები