ვალდებული ვარ, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ საააკაშვილმა, 2008 წ. რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად მშვიდობიან დემონსტრაციაში ლიტვის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ვიტაუტას ლანდსბერგისი და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რიან.რუს” ინფორმაციით, ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს ლიტვის მოქალაქობის მიღების შესაძლებლობაზეც დაუსვა კითხვა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ასეთ პასუხი გასცა:

„ვალდებული ვარ, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ წამართვეს. უკრაინელების უმრავლესობა გაბრაზებულია და თავს მოტყუებულად ჩათვლის, თუ მე ბრძოლას არ გავაგძელებ“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ლიტვაშია
შემდეგი სტატიასერგეენკო საზოგადოებას ბოდიშს უხდის