ვაკის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

ნუ ჩაყვებით! – ამ შეძახილებით ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმოამდგენლები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას აპროტესტებენ.

„ბევრ ბიულეტენში, სადაც ხმები ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მიიღეს თუ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ორნიშნა იყო ჩამოაკლეს პირველი ციფრი და პირობითად 78 ხმის ნაცვლად, 8 დაუწერეს. დანარჩენი რიცხვები კი მიუმატეს „ოცნების“ ამომრჩეველთა ხმას. დღეს მიდის გაყალბებული ოქმების ჩასწორება და ამას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ ყველა კანონიერი გზით. ამ ოქმების განხილვა არ უნდა შედგეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ყველას, ვინც გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის, „მთვარ არხს“, „იმედს“, „ფორმულას“ და „პალიტრა ტვ“-ის ოქმი შეუდგინა, „ტვ პირველს“ და 4 რეგიონული მაუწყებელს – არა