ვაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

იანვარ-ივნისის მონაცემებით, რაიონის სხვადასხვა უბანში 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა გზის საფარი, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების აუცილებელი პირობაა.

სამუშაოებმა ჯამურად 43 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოიცვა.

42 მისამართზე გზის საფარის მოწესრიგება დასრულებულია, 9 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რამდენიმეთვიანი პანდემიის პირობების მიუხედავად, ვეცადეთ, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესზე გავლენა არ მოეხდინა. სამუშაოები გრძელდებოდა გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩვენ შევედით 50-ზე მეტ მისამართზე და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

სულ, ამ დრომდე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე -ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ