ვაკის რაიონს 14 დასასვენებელი სივრცე შეემატა

ვაკის რაიონის გამგეობამ, სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცეების მოწყობა-განახლება 14 მისამართზე განახორციელა. ექვსი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს.

პროექტების განხორციელება ადგილობრივების თხოვნების საფუძველზე და მათი უშუალო ჩართულობით მოხდა.

სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო დასასვენებელი ზონები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საბავშვო-გასართობი მოედნები კომპლექსური ატრაქციონებით, გადახურული პავილიონები. სკვერებში დამონტაჟდა განსხვავებული ტიპის სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. დაირგო სხვადასხვა მცენარე და ბალახი.

დასრულებული დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გამგეობის ბიუჯეტიდან 572 300 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ამერიკა ეხმარება სახელმწიფოს და არა მთავრობას
შემდეგი სტატიაანი გაბეჩავა: რაც თქვენ მედიით ახლა გაიგეთ, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია