ვაკის რაიონის გამგებელი გადადგა

დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
შემდეგი სტატია“117 პირიდან 91 პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს, აღრიცხულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაც” -ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ანგარიში