ვახუშტი მენაბდე: ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი მემორანდუმის პრინციპებს არ შეესაბამება

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი მემორანდუმის პრინციპებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემოგვთავაზეს მოდელი, რომელიც გულისხმობს 8 პროფესიულ წევრს და 9 პარტიულ წარმომადგენელს. ანუ, თითო საპარლამენტო პარტიიდან თითო წარმომადგენელი დაინიშნება ცესკოში. ჩვენი აზრით, ეს არ არის ის კონსენსუსური მოდელი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ და რაც შეიძლება ცესკოს მუშაობის პრინციპის არსებითად ფუნდამენტური გადახედვა ყოფილიყო. ის ამბიცია, რაც აქვს მემორანდუმს, ამ ნაწილში მიუღწეველი დარჩება, თუ ეს შემოთავაზებული ვერსია იხილავს დღის სინათლეს. ვმუშაობდით იმისთვის, რომ გაზრდილიყო ოპოზიციის მონაწილეობის ხარისხი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ანუ, ორმხრივი მხარდაჭერით დაკომპლექტებულიყო საარჩევნო კომისია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ამას არ იზიარებენ დეპუტატები, რაც მემორანდუმის მიზნებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვთავაზობდით, რომ პრეზიდენტთან კომისია შექმნილიყო, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შევიდოდნენ და პრეზიდენტს შეთანხმების საფუძველზე წარუდგენდნენ კანდიდატურებს, რომელსაც ბოლოს პარლამენტი დაამტკიცებდა. ეს იყო ყველაზე გონივრული გამოსავალი ამ ჩიხიდან, მაგრამ ეს ვერსია სამუშაო ჯგუფის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა უარყო“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიLe Figaro: ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: საქართველოს ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ, ღარიბაშვილსაც გაუძლებს