ვახტანგ წერეთელი: ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ

გამოქვეყნებული წერილის შინაარსი TV პირველის მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით…

“ტვ პირველის” 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და “ტრენდს”, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია.

არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.

PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ ”- წერს TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი გაუგზავნა.

 

banner
წინა სტატიაშიეს საქმეც ჩაიფარცხება რა თქმა უნდა – გიგაური პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ხაზარაძის წერილზე
შემდეგი სტატიარაც მოვისმინე არის ის, რომ ხელით დაწერილი არ არის, ამ შემთხვევაში შეუძლებელია რეალური ავტორის შესახებ ვისაუბროთ