29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ვახტანგ თურნავა კობახიძეს IT ბინადრობის ვადის 30 დღემდე შემცირებას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ვახტანგ თურნავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს IT სექტორთან დაკავშირებული ინიციატივით მიმართა.

თურნავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების „სწორი პოლიტიკის“ შედეგად ქვეყანაში ისეთი გიგანტი კომპანიები შემოვიდნენ, როგორებიცაა „ტეზერი“ და „ტელეგრამი“.

მან პრემიერს მიმართა კითხვით, შესაძლებელია თუ არა IT ბინადრობის მიღების ვადა 30 დღემდე შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ თურნავამ სოციალურ ქსელში „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი: 2025 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა
შემდეგი სტატიავენესუელაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა