ვახტანგ მეგრელიშვილი – უკვე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილთან გამოვძებნო საერთო ენა

„გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად შეეხმიანება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ის თუ დამთანხმდება, პოდკასტშიც დაპატიჟებს სასაუბროდ.

„უკვე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკო და მასთან გამოვძებნო რაღაც საერთო ენა, მას ავუხსნა“, – ოპოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე სახლში, მეუღლესთან ჰქონდა საუბარი.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვიღაცას უნდა ადარდებდეს ქვეყანაში ოპოზიციის ბედი და როგორც ჩანს, ეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე რაღაცას ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, არის მიხეილ სააკაშვილი და დაველაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – ოპოზიციას ხმა და მანდატი იმისთვის მისცეს მოქალაქეებმა, რომ პარლამენტში მობრძანდნენ და ისაუბრონ