ვახტანგ მეგრელიშვილი – საკანონმდებლო ორგანო იქნება „გირჩის“ სამეფო

საკანონმდებლო ორგანო იქნება „გირჩის“ სამეფო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში განაცხადა. მეგრელიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აღიქვამს ის საკანონმდებლო ორგანოს.

„სამეფო იქნება, „გირჩის“ სამეფო იქნება. აქ არის სამეფოს კონსტიტუცია. ის წესრიგი, რა წესრიგითაც ჩვენ აქ შემოვედით. ამის მიხედვით ვმოქმედებთ შიგნითაც და ამ წესრიგის მიხედვით ვაპირებთ, ვიმოქმედოთ. წაიკითხეთ. ჩვენი კონსტიტუცია თქვენ უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ჩვენთან ურთიერთობა გაგიმარტივდეთ. უნდა იცოდეთ, ვინ ვართ. აქ წერია. ძალიან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს დეპუტატებთან კომუნიკაციას, მეგრელიშვილმა განაცხადა:

„სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ, კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, რავიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ და ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო. ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავი, შევარდნაძის დრო იყო შეიძლება, მაგრამ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მსუბუქი ავტომანქანა სავაჭრო ცენტრს შეეჯახა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – 43%, რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ?