ვახტანგ მეგრელიშვილი: რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი

რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ამის შესახებ ყველამ იცის, მოლაპარაკება უნდა შედგეს მთელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენი მოთხოვნები, რაც „გირჩს“ სპეციფიურად აქვს, ამის დაკმაყოფილებაში ვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამდენი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ, საზოგადოებას უთხრან, ამ მოლაპარაკებაში ვინ რას უჭერს მხარს, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი.

„მათ შორის, „გირჩმა“ თავის ამომრჩეველს, სხვებმა თავისას. მიდის ბნელ ოთახში რაღაც თამაში. ჩვენ გვინდა, რომ ახლა მივიღოთ უფლება და დავიწყოთ საუბარი იმ მოლაპარაკების დეტალებზე, რომელიც ხუთი-ექვსი საათი მიმდინარეობს, რაღაცაზე ის ხალხი ხომ საუბრობს. მე არ მაქვს უფლება, ჩავშალო რამე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჩემგან აქვს მოთხოვნა, ვუთხრა ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემის უფლებაც მე არ მაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს იქ. ანუ, „გირჩის“ მომავალი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმებაზე. რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ამის შესახებ ყველამ იცის. ზუსტად მაგას ვსაუბრობთ, ეს მოლაპარაკება უნდა შედგეს მთელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენი მოთხოვნები, რაც „გირჩს“ სპეციფიურად აქვს, ამის დაკმაყოფილებაში ვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას.

გუშინ რასაც ტელევიზორში ვუყურებდი, ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს, ეს არის სრული კონცერტი. დღეს ვისაუბრებთ, ხომ არ აპირებს ვინმე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები. ამიტომ მოვედი აქ დღეს. ძალიან ბევრი ემოციაა, რაც ზედმეტია, რაც მესმის მედიაში, ძალიან ბევრი პარტიის ინტერესშია მოლაპარაკებების ჩაშლა, მაგალითად, იმ პარტიების, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ამ არჩევნებში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ჩურჩულებით და თვალის ჩაპაჭუნებით, ივანიშვილთან ბრძოლა აღარ გამოვა, თუნდაც ფასილიტატორების მონაწილეობით
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: საქართველოში არჩევნების იდეის გადარჩენისა და ქვეყნის მომავალში მძიმე ხიფათის აცილებისთვის, აუცილებელია მყარი პოზიციის დაკავება