ვახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს და საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელმაც არჩევნების მიმართ უნდობლობა უნდა დაასრულოს.

„მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება შევიდა, რომელსაც მაინც და მაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო, ვინაიდან ამ თემაზე შემდგარია პოლიტიკური მხარეების კონსესუსი, ჩვენი გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალოიანი – 5 მილიარდიდან ვაქცინაზე მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული
შემდეგი სტატიასამნიძე – მნიშვნელოვანია, მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდეს