ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ის წუხს, რადგან უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს – ეს ჩვეულებრივი ამბავია
შემდეგი სტატიაპარლამენტის აპარატში მენტორინგის სისტემა ინერგება