ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებს 3 მარტი მიულოცა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობა სამშობლოსთვის ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი აკრძალული, ღია კამერიანი გაზდანადგარების სტატისტიკას აქვეყნებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა