ვახტანგ ყოლბაია: „დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების  დაბრუნებას აღნიშნავს“

ვახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი

“აშშ-ის პრეზიდენტის მაიკ პენსის  ვიზიტი საქართველოში  ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია”-ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა ვახტანგ ყოლბაიამ  “თაიმერს”  მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი ცხოვრებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების არეალს. მაიკ პენსის მიერ ევროპული ტურნეს ფარგლებში კრემლის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი გზავნილი-„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“,- შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას.

ყოვლისმომცველი იყო სიტყვები იმის შესახებ, რომ ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიზნით ახალი გზების მოძიების. პროცესს განაგრძობს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილს კი ხაზგასმით გვიზიარებს – „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული“. აფხაზეთის მთავრობისა და მთელი დევნილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიტყვები-„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს“. გულგრილად შეუძლებელია მოისმინო მაიკ პენსის გულითადი სიტყვები საქართველოს მისამართით: „გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო“ როდესაც ამას მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი აცხადებს, მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ვერ აღიქვამ. ამას უკვე სხვა მნიშვნელობა ენიჭება, რაც ხვალინდელ იმედს და ჩვენს მომავალს უკავშირდება. ამავე დროს, ეს არის პასუხი კრემლის იმ ქმედებაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს,- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა: საქართველო, გევალება აფხაზეთი!
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი მწყემსი გაიტაცეს