ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ვახოაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.
დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია დაესწრო აფხაზეთის თასის გათამაშებას ამპუტანტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში. მასში დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი – აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება იმერეთის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა.
თასის გათამაშება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდები პრიზებით დაჯილდოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესთან, ხაიშისა და ჭუბერის თემის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური საბაჟოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს