ვახტანგ ყოლბაია : ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან

„დარწმუნებული ვარ დამნაშავე დაისჯება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“. – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა აღდგება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან.

მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.

მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

banner
წინა სტატიაშისრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მმართველ რეჟიმს – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიამუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს