ვახტანგ ყოლბაია იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

როგორც ,,თაიმერს” აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ იტალიის ელჩს ეუთოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

”საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე განიხილეს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებას და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თავის მხრივ, იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია
შემდეგი სტატიარისთვის და ვინ გადასცა 3 000 ლარი დალაქიშვილს?- შსს ფარულ ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)