ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მისი განცხადებით, პარტიიდან წასვლის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო.

“ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია შემდგომ, ამის თაობაზე მქონდა განსხვავებული შეხედულებები, რის გამოც, ჩავთვალე, რომ სჯობს წავიდე პარტიიდან. ძირითადად, ეს არის, თუმცა მთელ რიგ საკითხებზე ყოფილა განსხვავებული შეხედულებები. სამომავლო გეგმები, რაც ვიცი, ჯერ-ჯერობით შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები ძირითადად დაკავებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს რექტორის მოადგილედ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
შემდეგი სტატიანათელაშვილი ოპოზიციას წინააღმდეგობრივი მოძრაობის დასაწყებად გაერთიანებას სთავაზობს