ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის ხვალინდელ სესიაზე განხილვა ვერ მოხერხდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე უნდა ემსჯელათ, დაგვიანებით დაიწყო.

სხდომა 11:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა მხოლოდ ახლა დაიწყეს. სხდომას კომიტეტის მხოლოდ ოთხი წევრი ესწრება. მათგან სამი “რესპუბლიკელია”, ერთი “ქართული ოცნების” წევრი.

სხდომის დაწყება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დეპუტატების ადგილმომაცვლეებს ხელი მოაწერინეს ოქმზე, თუმცა ისინი ჯერ სხდომა არ შემოერთებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, როდესაც კომიტეტზე არის კვორის პრობლემა, საეჭვოა, რომ ხვალინდელ პლენარულ სესიაზე კვორუმი შედგეს.

“მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს, მაგრამ მგონია, რომ ხვალ გავიდეს ეს საკითხი პლენარულ სესიაზე, რადგან არ გამოვრიცხავ, ხვალ წავიდეთ ქუთაისში, უბრალოდ გავისეირნოთ და მერე უკან მოგვიწიოს დაბრუნება ისე, რომ პლენარული სესია ვერ შედგეს. მოგეხსენებათ, “ნაციონალური მოძრაობა” არ მოდის პარლამენტში, სხვა დეპუტატებიც, როგორც ჩანს, არ მოდიან”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამერთლეობის კანდიდატებად წარდგენილი ყავს თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა, ლევან ბოძაშვილი. კომიტეტის სხდომას ესწრებიან ნონა თოდუა, ლევან ბოძაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: იმედია, მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებები არ დაგვაშორებს კვლავ ამ პროცესს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი: ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ 2015 წლის ბოლოსთვის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა