ვახტანგ ხმალაძე: ევა გოცირიძე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის არ იყო, გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა

მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენას ეხება, განცხადება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრი იყო ამბობს, რომ ევა გოცირიძე კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის არ იყო.

„მე ყველა კანდიდატისაგან ყველაზე მაღალი შეფასება მივეცი ალექსანდრე ბარამიძეს და მიმაჩნია, რომ ის იქნება ღირსეული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, მე რამდენადაც მახსოვს კომისიის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძე საერთოდ არ იყო. ჩემთვის გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა,“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიორი თურქი გენერალი გადადგა
შემდეგი სტატიაანკარას განცხადებით გიულენი აშშ-დან გაიქცა