ვახტანგ კაპანაძე: პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

აგვისტოს ომის გამოძიება სხვა უწყების საქმეა, სამხედრო თვალსაზრისით კი, გაკეთდა მოკვლევა, რომელიც დოკუმენტირებულია და გადაცემულია შესაბამისი უწყებისთვის. ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძაალების გენერალური შტაბის ხლემძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძე აგვისტომის გამოძიების თემის კომენტირებისას განაცხადა.

„სამხედროების საქმე იყო, დაედგინათ, რამდენად სწორად მიმდინარეობდა სამხედრო ქმედებები. დანარჩენი ცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და მაზე სხვა ორგანოებმა უნდა იფიქრონ. რა თქმა უნდ, ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი, გაეცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც არსებობს“,-აღნიშნა ვახტანგ კაპანაძე.

მანვე აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.

„ამ ბიჭების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრებ. ვისურვებ, რომ მაგრად ყოფილიყვნენ, ჯანსაღად ყოფილიყვნენ. ვისურვებდი, რომ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ჩამოსვენებაც შევძლოთ“,-აღნიშნა ვახტანგ კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩვენ არასდროს არ შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში შეხვედრებს გამართავს