ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად იმუშავებს

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

ამასთან, ინფორმაცია ვახტანგ კაპანაძის ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ვახტანგ კაპანაძეს გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვადა ეწურება.

“მე ვარ სამხედრო მოსამსახურე და გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. არის შემოთავაზება, რომ ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”, – განაცხადა კაპანაძემ და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: „მრეწველების“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ
შემდეგი სტატია“ქვეყნისთვის იქნება ცუდი, თუ ამ კომიტეტში, მოადგილის პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი”