17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ვახტანგ კაპანაძე გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში

გენერალ-მაიორი და პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ვახტანგ კაპანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.

კაპანაძის განცხადებით, ბარამიძის მოღალატედ მოხსენიება მისთვის მიუღებელია და სავარაუდო განცხადება, შესაძლოა, უბრალოდ შეცდომა ან სიტყვის გადაცდენა იყო.

„მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში. ძალიან მძიმე ვითარებაა… ძნელია რამე კონკრეტული ვთქვა, დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში ისეთ სასჯელს უყენებენ, რომელიც ძალიან ბევრ დამტკიცებულ დეტალს მოითხოვს.

გამიჭირდება ვთქვა, რომ გიორგი ბარამიძე არის მოღალატე. შეიძლება ვთქვა, რომ იყო შეცდომა, სიტყვის გადაცდენა, დაუფიქრებლად ნათქვამი, მაგრამ ძალიან გამიჭირდება მას მოღალატე დავუძახო“, — განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშივისი ჩვენებებით დააკავეს გიორგი ბარამიძე? — ანა წითლიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ გვარებს ასახელებს
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური პარტიების განადგურებისა და ტერორის დასაწყისი