ვახტანგ კაპანაძე: ჩემთვის აღნიშნული შემთხვევა თავის დროზე ცნობილი იყო

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვახტანგ კაპანაძე ტრისტან წითელაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კაპანაძის განცხადებით, მისთვის აღნიშნული შემთხვევა თავიდანვე ცნობილი იყო და ამ საკითხს კომპეტენტური ორგანოები სწავლობდნენ:

„ჩემთვის აღნიშნული შემთხვევა თავის დროზე ცნობილი იყო. შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები სწავლობდნენ ამ საკითხს. მე არ მეხება გამოძიება, მე მეხება შეიარაღებული ძალების მართვა. ასეთ დარღვევებს თუ არდარღვევებს, გამოიძიებენ შესაბამისი ორგანოები,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კანაპაძემ.

banner
წინა სტატიაში“თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს”- ილია მეორემ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია