26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ვახტანგ კაპანაძე ბუქარესტში საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ორ პანელში მიიღებს მონაწილეობას

“ინიციატივა ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი, გენერალ მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე 12-13 მაისს ბუქარესტში, შავი ზღვისა და ბალკანეთის უსაფრთხოების ფორუმზეა მიწვეული.

ვახტანგ კაპანაძე მონაწილეობს ორ პანელზე :

სასაზღვრო და საბრძოლო ხაზები: რეგიონული უსაფრთხოების შეფასება კავკასიაში და შავი გედები შავ ზღვაში: წარმოუდგენლის მოლოდინი.
(Borderlines and Battlelines: Assessing Regional Security in the Caucasus და Black Swans in the Black Sea: Anticipating the Unthinkable.)

დაგეგმილია შეხვედრები ევროპაში აშშ- ის სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელ, გენერალ ბენ ჰოჯესსთან და აშშ-ის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკ და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორ
ბობ ჰამილტონთან.

banner
წინა სტატიაშისაკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ტენერიფედან ნიდერლანდებისკენ გაემართა
შემდეგი სტატიამიხაილ კალუგინი: საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთმა მათგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა