ვახტანგ კალოიანი – საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა კანონდარღვევა და სახიფათო იქნება

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ჩინურ ვაქცინას არ აქვს დადასტურებული უსაფრთხოება და სანდოობა, შესაბამისად, მისი საქართველოში შემოტანა „კანონდარღვევა და საკმაოდ დიდი ხიფათი იქნება“.

როგორც კალოიანი “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ჩინურ ვაქცინას არ აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა საფეხური, საქართველოში კი კორონავირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული ვაქცინით უნდა დაიწყოს.

„ჩინურ ვაქცინას არ აქვს დადასტურებული უსაფრთხოება და სანდოობა, მას არ აქვს ავტორიტეტული საკრედიტაციო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების დოკუმენტები, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის უსაფრთხო.

გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი ვაქცინა შემოვიდეს, უნდა ხდებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით და არა პიარული კამპანიით, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხებით. მნიშვნელოვანია, კვლევებზე დაყრდნობით, უსაფრთხოების პროფილის ნახვით მოხდეს ვაქცინების გამოყენება. საქართველოში, კანონმდებლობით აკრძალულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიციური ვაქცინების შემოტანა, შესაბამისად, ადამიანებისთვის ამ ვაქცინის გაკეთება კანონდარღვევა და საკმაოდ დიდი ხიფათი იქნება.

ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხო ვაქცინები. ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა და არა სხვადასხვა პიარკამპანიებში მონაწილეობა. ჩინურ ვაქცინას არ აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა საფეხური“,-აცხადებს კალოიანი.

banner
წინა სტატიაშისაუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება და მათ საოლქო კომისია აირჩევს
შემდეგი სტატიალაშა დამენია – აქციებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება