10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ვახტანგ კალოიანი ილია მეორეს მდგომარეობაზე: სისხლდენა გაჩერებულია, პროგრესზე რამის თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება

ექიმმა ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ პატრიარქს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება.

ინფორმაციისთვის, ექიმი ვახტანგ კალოიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკურნალობის შესახებ მოწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო.

„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.

კუჭის სისხლდენა ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე, წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.

ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია.

ამ ეტაპზე, მის მდგომარეობას რა პრეპარატებიც სჭირდება, როგორც მედიკამენტებით, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. ამ კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები, 8 ექიმი ვიყავით, ვერ გეტყვით უცხოელ სპეციალისტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: კუჭიდან სისხლდენა იყო საკმაოდ ინტენსიური და მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა