ვახტანგ გომელაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის
წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის
ძმათა სასაფლაოზე მივიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის
დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით!
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი შეამკო