“ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსმენა მაისის თვეში ჩაინიშნა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, პარლამენტში ანგარიშით მაისის თვეში წარსდგება.

“ვახტანგ გომელაური პარლამენტში მაისში ჩამოვა, სწორედ ამ თვეში ჩაინიშნა მისი მოსმენა. მე, პირადად, მასთან კითხვები მას შემდეგ მექნება, რაც ანგარიშს წარმოადგენს. თუ იქ იქნება ისეთი თემები, რომელზეც არ იქნება ამომწურავი პასუხი, აუცილებლად ჩავეკითხები. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, საჭირო იქნება თუ არა ჩემი მხრიდან, დამატებითი კითხვების დასმა“,- განუცხადა ჟურნალისტებს თმაზ მეჭიაურმა.

საპარლამენტო ოპოზიცია, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ანგარიშით წარდგენას ისევ მოითხოვს.
ოპოზიციური სპექტრი განსაკუთრებულ აქცენტს, ბოლო პერიოდში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე აკეთებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს – IRI
შემდეგი სტატია,,დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება”