შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მისი წინამორბედის, ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურსი ინფორმაცია, ქიმიური იარაღის, “კამიტის” შესახებ უარყო.
მისი თქმით, გომელაური ასევე, ირწმუნებოდა, რომ პოლიციას ეს ნაერთი 2012 წლის შემდეგ არ შეუძენია.
“გუშინ სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეარხმა ექსკლუზიურად გაავრცელა ვახტანგ გომელაურის განცხადება, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა, რომ შსს-ში ინვენტარში ნამდვილად არსებობდა BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ქიმიური იარაღი “კამიტი”, თუმცა ის ირწმუნებოდა, რომ პოლიციას ეს ნაერთი 2012 წლის შემდეგ აღარ გამოუყენებია”, – განაცხადა შს მინისტრმა.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური „იმედის“ თანახმად.
გელა გელაძემ გომელაურის განცხადებიდან მეორე დღეს უარყო ეს ინფორმაცია. ის ირწმუნება, რომ შსს-ს მიერ 2009 წელს შეძენილი ნივთიერება კამიტი არ ყოფილა. კითხვაზე, რატომ გაავრცელა მაშინ გომელაურმა აღნიშნული ცნობა, გელაძეს აღარ უპასუხია.
















