ვახტანგ გომელაური – ვგმობ მედიაზე ძალადობას

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია,
თავისუფალი ჟურნალისტები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,
ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე
საუბრისას, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა 90-წლების მიტინგებზეც არ
ახსოვს.

„გეთანხმებით, მე ვგმობ ამას, ძალიან მძიმეა. ჩვენი ქვეყნის
დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი
ჟურნალისტები. ეს იყო მართლა უპრეცედენტო შემთხვევა. მე თავშივე გავუსვი
ხაზი, ასეთი რაღაც მე მართლა არ მახსოვს. 27 წელზე მეტია ძალოვან უწყებაში
ვმუშაობ, ასეთი რაღაც არასდროს, არც 90-იანი წლების მიტინგებზე არ მახსოვს,
რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინათ. ეს იყო კატასტროფა.
ძალიან მძიმე იყო ყველასთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, ვინც იქ იყო – ორგანიზატორი, მოუწოდებდა, თუ ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს