ვახტანგ გომელაური თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე – ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას რომლის თანახმად, შესაძლოა, მან შს მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

აღნიშნულის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!“ – განაცხადა გომელაურმა მედიასთან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან მიღება გამართა.

„მივულოცეთ ქალბატონ ელჩს, წარმატებები ვუსურვეთ და შევხვდებით ძალიან მალე“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია:“ქართული ოცნება” აღმოჩნდა იზოლაციაში როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცესთან
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს